შოლცი: ამბოხების მცდელობამ პუტინი დაასუსტა, იგი თავის სავარძელში ისევ ისე მყარად აღარ ზის
29/06/2023 06:13:19 მსოფლიო
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ რუსეთში მომხდარმა წარუმატებელმა ამბოხებამ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაასუსტა.
”ეს მოწმობს იმას, რომ არის ბზარები ავტოკრატიულ სტრუქტურებში, ძალაუფლების სტრუქტურებში და რომ იგი არავითარ შემთხვევაში აღარ ზის ისევ ისე მყარად თავის სავარძელში. იგი დასუსტებულია”, - განაცხადა შოლცმა.
მისი თქმით, რუსეთში ვითარება კვლავ დაძაბულია და გერმანია სიფრთხილით იმოქმედებს.
ამასთან, კითხვაზე, რამდენ ხანს დარჩება ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში, ოლაფ შოლცმა უპასუხა :
"არ მინდა რაიმე სპეკულაციაში ჩართვა იმასთან დაკავშირებით, რამდენ ხანს იქნება ის ხელისუფლებაში. ეს შეიძლება იყოს ხანგრძლივი, შეიძლება მოკლე, ჩვენ არ ვიცით", - განაცხადა მან.
შოლცმა დასძინა, რომ კრემლში ხელმძღვანელობის შეცვლა შესაძლოა არ იყოს საუკეთესო ვარიანტი: „ჩვენ არ ვიცით, პუტინის შემდეგ უკეთესი მოვა, თუ უარესი“, - აღნიშნა შოლცმა.


