Accentnews.ge
მაისის შემდეგ ამერიკელების მხარდაჭერა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებისადმი 20%–ით გაიზარდა – Reuters

მაისის შემდეგ ამერიკელების მხარდაჭერა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებისადმი 20%–ით გაიზარდა – Reuters

28/06/2023 19:03:45 მსოფლიო

ამერიკელებს შორის მზარდია მხარდაჭერა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მიმართ – Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ მაშინ, როცა 2023 წლის მაისში აშშ-ის მოქალაქეების მხოლოდ 46%-მა შეაფასა ასეთი ქმედებები დადებითად, ახლა მათი რაოდენობა 65%-მდე გაიზარდა.

უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მხარი დაუჭირა დემოკრატების 81%-მა, რესპუბლიკელების – 56%-მა და დამოუკიდებელი ამომრჩევლების – 57%-მა. აღნიშნულია, რომ კვლევა ჩატარდა ევგენი პრიგოჟინისა და "ვაგნერის" აჯანყებიდან ორი დღის შემდეგ.

ამგვარად, Reuters-ის ცნობით, ეს გამოკითხვა ცხადყოფს მტკიცე მხარდაჭერას აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადაწყვეტილების მიმართ, „გააკეთოს ის, რაც საჭიროა“ უკრაინის გამარჯვებისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის დასაბრუნებლად. უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის უილიამ ტეილორის თქმით, ეს შედეგები ასევე გავლენას მოახდენს კონგრესსა და სენატში ტოპ–ლიდერებზე, რომლებიც შეძლებენ უფრო აქტიურად დაუჭირონ მხარი მსგავს ქმედებებს.

გამოიკითხა 1004 ზრდასრული ამერიკელი. მათგან 400-მა თავი დემოკრატად და 383-მა რესპუბლიკელად მოიხსენია. გამოკითხვის მიხედვით, ქვეყნის მოქალაქეების 76%-ს მიაჩნია, რომ უკრაინის მიმართ შეერთებული შტატების დახმარება აჩვენებს აშშ-ის ნებასა და უნარს, დაიცვას მოკავშირეების და საკუთარი ინტერესები ჩინეთისა და სხვა მეტოქეების წინაშე.

თეთრმა სახლმა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო დახმარების 41 პაკეტი დაამტკიცა – დაახლოებით 40 მილიარდი დოლარის ოდენობით, შემდეგი პაკეტის – 500 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ 27 ივნისს გახდა ცნობილი. ის, პირველ რიგში, მოიცავს მძიმე ჯავშანტექნიკას და რაკეტებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S