Accentnews.ge
რუსეთის ხელისუფლებამ პირველად აღიარა დანაკარგები ბელგოროდში რუს მოხალისეთა კორპუსის შეჭრისას

რუსეთის ხელისუფლებამ პირველად აღიარა დანაკარგები ბელგოროდში რუს მოხალისეთა კორპუსის შეჭრისას

28/06/2023 18:28:24 მსოფლიო

ივნისის დასაწყისში, ბელგოროდის რაიონის სოფელ ნოვაია ტავოლჟანკაში რუს მოხალისეთა კორპუსის შესვლისას სულ მცირე 14 რუსი სამხედრო დაიღუპა,– ამის შესახებ პსკოვის ოლქის გუბერნატორმა მიხაილ ვედერნიკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა სამხედრო რეგიონის მკვიდრი იყო.

ვედერნიკოვმა თქვა, რომ დაღუპულთა დაკრძალვა გასულ კვირას და ამ კვირაში გაიმართა. კიდევ 10 მებრძოლი, ვედერნიკოვის თქმით, ტყვედ ჩავარდა. სამი მათგანი უკვე გაცვალეს.

ეს რუსეთის ხელისუფლების პირველი ოფიციალური განცხადებაა ნოვაია ტავოლჟანკაში დანაკარგების შესახებ.

ივნისის დასაწყისში შეიარაღებულმა ჯგუფმა შეაღწია რუსეთის ბელგოროდის რეგიონში. მომხდარზე პასუხისმგებლობა "რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა" და "რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა" აიღეს. 5 ივნისს მათ განაცხადეს, რომ აიღეს კონტროლი სოფელ ნოვაია ტავოლჟანკაზე. 6 ივნისს ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვლადიმერ გლადკოვმა გამოაცხადა რეგიონიდან შეიარაღებული ფორმირებების გასვლის შესახებ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 5 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიიდან ორი „დივერსიული ჯგუფი“ ცდილობდა ნოვაია ტავოლჟანკაში შესვლას წინა დღეს, მაგრამ ისინი, სავარაუდოდ, „განადგურდნენ საჰაერო და საარტილერიო დარტყმებისას“. რუსი სამხედროების მხრიდან მსხვერპლის შესახებ იმ დროს ინფორმაცია არ ყოფილა. მოხალისეებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელზეც ნაჩვენებია დაახლოებით 10 ადამიანი - სავარაუდოდ ტყვედ აყვანილი რუსი ჯარისკაცები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S