Accentnews.ge
ბაიდენი – პუტინზე: "ის აშკარად აგებს ომს“

ბაიდენი – პუტინზე: "ის აშკარად აგებს ომს“

28/06/2023 17:32:24 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიჩნევს, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ ამბოხის მცდელობის შემდეგ, ცალსახად დასუსტდა,– იუწყება CNN.

მისი შეფასებით, „ძნელია იმის თქმა“, შეირყა თუ არა პუტინის პოზიცია ამბოხის მცდელობის შემდეგ, „მაგრამ ის აშკარად აგებს ომს“.

„ის აგებს ომს თავის ქვეყანაში. ის გახდა გარიყული მთელ მსოფლიოს მიერ და ეს არ არის მხოლოდ ნატო, არა მხოლოდ ევროკავშირი, არამედ იაპონიაც" , - დასძინა ბაიდენმა.

ეს მეორე კომენტარია ბაიდენის რუსეთში მომხდარ აჯანყებაზე. მანამდე ბაიდენმა თქვა, რომ ჯანყთან აშშ–ს კავშირი არ აქვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S