
თბილისის მეტროს „საბურთალოს ხაზზე“ შეფერხება იყო
28/06/2023 16:48:40 საზოგადოება
თბილისის მეტროში, საბურთალოს ხაზზე შეფერხება იყო.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მიზეზად მატარებლის ტექნიკური ხარვეზი დაასახელეს.
„მატარებელს ტექნიკური ხარვეზი აქვს. ამიტომ, ორ მეტროსადგურზე- „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ და „ვაჟა ფშაველა“ მგზავრთა მიღება დროებით შეზღუდულია. მატარებლები მხოლოდ დელისამდე მოძრაობენ“, - განმარტავდნენ კომპანიაში.
მოგვიანებით „საბურთალოს ხაზზე“ მოძრაობა სრულად აღდგა.