Accentnews.ge
"ტვ იმედი" არხის Facebook-გვერდთან დაკავშირებულ პრობლემებს განცხადებით ეხმიანება

"ტვ იმედი" არხის Facebook-გვერდთან დაკავშირებულ პრობლემებს განცხადებით ეხმიანება

28/06/2023 15:36:52 საზოგადოება

"ტვ იმედი" არხის Facebook-გვერდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მათთვის ამ დრომდე უცნობია, რატომ აღარ არის გვერდი ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის.

განცხადების თანახმად, გვერდი მხოლოდ "ადმინებისთვის" არის ხელმისაწვდომი და ამასთან დაკავშირებით ტელეკომპანიას "არანაირი გაფრთხილება არ მიუღია".

"იმედმა" ოფიციალური წერილით მიმართა ტექნოლოგიურ კომპანია მეტას, თუმცა, კომპანიის ადმინისტრაციაში ამ დრომდე ვერ გვპასუხობენ კითხვაზე, რატომ აღარ არის ხელმისაწვდომი იმედის ოფიციალური გვერდი.

ჩვენ განგვიმარტეს, რომ ტელეიმედის მოთხოვნა გადაცემულია სპეციალური ჯგუფისთვის, რომელიც კომპანიაში მსგავს საკითხებს სწავლობს და ვარაუდობენ, რომ პრობლემის აღმოფხვრა უახლოეს პერიოდში მოხერხდება", - ნათქვამია განცხადებაში.

იმედში ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე საათში Facebook-ზე შექმნილი ახალი გვერდები მათ არ ეკუთვნით და ყალბია.

"სოციალურ ქსელებში გამოჩნდა არაერთი გვერდი, რომელიც ფეისბუკზე ბოლო საათების განმავლობაში "მაუწყებლობს" იმედის სახელით. არც ერთ მათგანს არანაირი შეხება იმედთან არ აქვს და ყველა მათგანი არის ყალბი, ე. წ. ფეიკგვერდი", - აცხადებენ ტელეკომპანიაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S