პენტაგონი: „ვაგნერელები" უკრაინის ტერიტორიაზე დღემდე რჩებიან
28/06/2023 09:38:02 მსოფლიო
რუსეთში შეიარაღებული ამბოხის წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ჯარი უკრაინის ტერიტორიაზე დღემდე რჩება, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა.
პენტაგონის წარმომადგენელს “ვაგნერელების“ ადგილმდებარეობა არ დაუზუსტებია.
„რაც შეეხება “ვაგნერელების“ კონკრეტულ დისლოცირებასა და გადადისლოცირების შესაძლებლობას, ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულირებას არ ვაპირებ,“ - განაცხადა პატრიკ რაიდერმა.
მისივე თქმით, რუსეთში მომხდარი მოვლენების გამო აშშ-ის ჯარების განლაგებაში არავითარი ცვლილება არ მომხდარა:
„ჩვენ ვერ დავინახეთ ვერაფერი, რაც რაიმე კორექტირებას მოითხოვდა".


