Accentnews.ge
არასამთავრობო ორგანიზაციები: 12 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ ერთი შესრულდა

არასამთავრობო ორგანიზაციები: 12 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ ერთი შესრულდა

28/06/2023 08:20:48 საზოგადოება

8 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ რიგით მეოთხე შეფასების დოკუმენტი წარმოადგინა, თუ ასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 პირობას.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, 2023 წლის 30 აპრილიდან 15 ივნისამდე პერიოდში სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, მეტწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია ხუთი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის ოთხი პირობა. კერძოდ, შესრულდა - ECHR-ის გადაწყვეტილებების გათვალისწინება; მეტწილად შესრულდა - ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, გენდერული თანასწორობა; ნაწილობრივ შესრულდა - საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები, დამოუკიდებელი სასამართლო, ანტიკორუფციული ზომები, მოწყვლადი ჯგუფების დაცვა, დამოუკიდებელი სახალხო დამცველი; შესასრულებელია - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, მედიის თავისუფლება, დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია.

მათი ცნობით, პირობების შესრულების კუთხით, 2023 წლის 30 აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით, მცირე, თუმცა არასაკმარისი პროგრესია.

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, აღნიშნულ დოკუმენტში ნიკა გვარამიას გათავისუფლების საკითხი არ არის ასახული, რადგან 15 ივნისამდე პერიოდს მოიცავს.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, დოკუმენტში თავმოყრილია შემდეგი ორგანიზაციების შეფასებები: "ღია საზოგადოების ფონდი", "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი", "სასამართლოს გუშაგი", "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", "საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი", "მმართველობის მონიტორინგის ცენტრი", "საქართველოს რეფორმების ასოციაცია", "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", "საფარი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S