Accentnews.ge
ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

28/06/2023 07:49:44 მსოფლიო

ლიეტუვის პრეზიდენტის პრეს–სამსახურის ცნობით, გიტანას ნაუსედა კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და უკრაინის კონსტიტუციის მიღების 27-ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

ლიეტუვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნაუსედა ზელენსკისთან განიხილავს ივლისში ვილნიუსში დაგეგმილი ნატო–ს სამიტის დღის წესრიგს, ევროკავშირში უკრაინის მიღებასთან დაკავშირებული მოლაპარაკების საკითხს და ლიეტუვისა და ევროკავშირის შემდგომ დახმარებას.

კიევიდან გიტანას ნაუსედა ბრიუსელში ჩავა, სადაც 29 ივნისს ევროპელი ლიდერების სამიტის სხდომა ჩატარდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S