Accentnews.ge
"ღირსეული შრომის პლატფორმა': მოხდეს რიკოთზე მშენებარე კომპანიის ინსპექტირება/რეინსპექტირება, განიხილეთ საქმიანობის შეჩერება

"ღირსეული შრომის პლატფორმა': მოხდეს რიკოთზე მშენებარე კომპანიის ინსპექტირება/რეინსპექტირება, განიხილეთ საქმიანობის შეჩერება

28/06/2023 06:56:49 საზოგადოება

"ღირსეული შრომის პლატფორმა" 21 ივნისს რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშის დაღუპვის ფაქტს ეხმიანება და მოუწოდებს შრომის ინსპექციას, დაუყოვნებლივ განახორციელოს სამუშოების შემსრულებელი კომპანიის ინსპექტირება/რეინსპექტირება.

ორგანიზაცია ასევე ითხოვს ინსპექციამ განიხილოს საქმიანობის შეჩერების საკითხის.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ "2021 წლის იანვრის ბოლოს სამუშაო ადგილზე დაშავდა, რიკოთის საავტომობილო გზების მშენებელი კომპანიის, "ჩინეთის სახელმწიფო შპს-ს" ერთი დასაქმებული, რისი შეუტყობინებლობის გამოც კომპანია მაშინ 1 000 ლარით დაჯარიმდა".

"ღირსეული შრომის პლატფორმა" აღნიშნავს, რომ თებერვალში კომპანიაში შრომის პირობებისა და უსაფრთხოების ნორმების ინსპექტირება ჩატარდა და მრავლობითი დარღვევები გამოვლინდა. გარდა ამისა, 2023 წლის აპრილში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები გაიფიცნენ. ისინი სხვა მოთხოვნებთან ერთად კომპანიისგან მომეტებული რისკის გამო უსაფრთხოების ნორმების დაცვას მოითხოვდნენ.

"ღირსეული შრომის პლატფორმა" მოუწოდებს

  • "შრომის ინსპექციას:

დაუყოვნებლივ განახორციელოს სამუშოების შემსრულებელი კომპანიის ინსპექტირება/რეინსპექტირება; გამოიკვლიოს მომხდარი ფატალური შემთხვევა და დააკისროს კომპანიას კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი პასუხისმგებლობა; განიხილოს საქმიანობის შეჩერების საკითხიც, სანამ ბოლომდე არ იქნება აღმოფხვრილი შრომის უსაფრთხოების რისკები, მომავალი ფატალური შემთხვევების გარანტირებულად თავიდან აცილების მიზნით;

  • პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს:

გონივრულ ვადებში, სრულყოფილად და ეფექტურად გამოიძიონ მომხდარი, უზრუნველყონ ბრალეული პირების გამოვლენა და მიიღონ ზომები მათთვის კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებლობის დასაკისრებლად

  • საქართველოს მთავრობას:

საგზაო და სხვა საჯარო ინფრასტრუქტურის სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიებს დაუწესოს მკაცრი მოთხოვნები საქართველოს შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით".

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციებია:

„ერთობა 2013“

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“

„მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი“

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

„გილდია“

„სოლიდარობის ქსელი“

„სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S