
ჰოჯესი – საქართველოში ამერიკის სამხედრო წარმომადგენლობის ზრდაზე: "ბევრი გზის გამომონახვა შეიძლება"
21/11/2019 17:43:56 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ საქართველოში ამერიკის სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდა ქვეყნის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მყარი გარანტი იქნება.
„ვისურვებდი, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველო გამოიყენოს, როგორც მოკავშირე ჰორიზონტზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში გამოწვევების დაძლევაში დაგვეხმარება. შეიძლება, ეს მუდმივი ბაზა არ იყოს, მაგრამ მოიცავდეს სამხედრო ავიადრომის გაფართოებას საჰაერო ძალების წარმომადგენლობისთვის. სხვა ბევრი გზის მონახვა შეიძლება კრემლისთვის იმის საჩვენებლად, რომ არ აქვს უფლება უბრალოდ გადაწიოს ხოლმე ადმინისტრაციული ხაზი, დაემუქროს საქართველოს მაშინ, როცა მოისურვებს", – განაცხადა ჰოჯესმა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას.