უკრაინა ლიეტუვისგან NASAMS-ის ტიპის ორ საზენიტო-სარაკეტო სისტემას მიიღებს
28/06/2023 06:43:17 მსოფლიო
უკრაინა ლიეტუვისგან NASAMS-ის ტიპის ორ საზენიტო-სარაკეტო სისტემას მიიღებს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს.
„ლიეტუვამ შეიძინა NASAMS-ის ტიპის ორი საზენიტო-სარაკეტო სისტემა, რომლებიც გადაეცემა უკრაინას. საზენიტო თავდაცვა არის მთავარი უკრაინის აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – წერს ნაუსედა.
ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, იგი მოელის, რომ ვილნიუსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე უკრაინას კიდევ უფრო ძლიერ მხარდაჭერის სიგნალს გაუგზავნიან.


