Accentnews.ge
სტოლტენბერგი: "მოსკოვსა და მინსკს გაეგზავნა მკაფიო სიგნალი, რომ ნატო  მისი თითოეული წევრის დასაცავად არსებობს"

სტოლტენბერგი: "მოსკოვსა და მინსკს გაეგზავნა მკაფიო სიგნალი, რომ ნატო მისი თითოეული წევრის დასაცავად არსებობს"

28/06/2023 05:54:46 მსოფლიო

ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, ჯერ ნაადრევია დასკვნების გამოტანა, რა გრძელვადიანი შედეგი ექნება რუსეთში განვითარებულ ბოლო მოვლენებს და „ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის ბელარუსში ყოფნას, თუმცა, მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში ნატო საფრთხეებისგან თავის დასაცავად მზად არის.

"მოსკოვსა და მინსკს გაეგზავნა მკაფიო სიგნალი, რომ ნატო არსებობს მისი თითოეული წევრის და ნატოს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დასაცავად",–განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო–ს წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შიშობენ, რომ ბელარუსში „ვაგნერის“ ძალების შესაძლო განთავსება რეგიონში არასტაბილურობას გაზრდის. ამ საკითხზე საუბარი იყო ჰააგაში, სადაც 27 ივნისს გაიმართა ნატო–ს წევრი პოლონეთის, ლიეტუვის, რუმინეთის, ალბანეთის, ნიდერლანდების, ბელგიის და ნორვეგიის ლიდერების და ნატო–ს გენერალური მდივნის შეხვედრა.

ჰააგაში გამართულ პრესკონფერენციაზე ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ თუ „ვაგნერი“ მის სერიულ მკვლელებს ბელარუსში განათავსებს, მეზობელი ქვეყნების სტაბილურობა კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ დადგება. პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აუცილებლად მიიჩნევს მტკიცე გადაწყვეტილებებს და ნატო–ს მკაცრ პასუხს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S