აშშ-მა „ვაგნერის“ ჯგუფთან დაკავშირებულ 4 კომპანიასა და ერთ ფიზიკურ პირს სანქციებო დაუწესა
28/06/2023 05:44:50 მსოფლიო
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ვაგნერის“ დაჯგუფებასთან დაკავშირებულ ოთხ კომპანიას, რომლებიც, უწყების ცნობით, ოქროთი უკანონო ვაჭრობაში იყვნენ ჩართული და ერთ პირს, რომელიც იარაღით უკანონო ვაჭრობაში მონაწილეობდა, სანქციები დაუწესა.
სანქციების სამიზნე გახდა კომპანიები რუსეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.
სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, დასანქცირებული პირი ანდრეი ნიკოლაევიჩ ივანოვია, რომელიც მალიში „ვაგნერის“ ჯგუფის სხვადასხვა ქმედებებში იყო ჩართული.


