კრამატორსკზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია
28/06/2023 05:40:40 მსოფლიო
კრამატორსკზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია. რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რიცხვი 56–ია, – იუწყება უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით.
„28 ივნისს, 07:00 საათისთვის, დანგრეული კაფეს შენობის ნანგრევებიდან 8 გარდაცვლილის (მათ შორის 3 ბავშვის) ცხედარია ამოყვანილი, დაშავდა 56 ადამიანი (მათ შორის 1 ბავშვი) “, - აცხადებენ უწყებაში.
მისი ცნობით, მაშველები დანგრეული შენობის ნანგრევების გაწმენდასა და ადამიანების ძებნას განაგრძობენ.
რუსულმა ძალებმა კრამატორსკის ცენტრზე სარაკეტო თავდასხმა გუშინ განახორციელეს.


