Accentnews.ge
სახალხო დამცველი გმობს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს პროკურატურას, გადასცეს საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს

სახალხო დამცველი გმობს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს პროკურატურას, გადასცეს საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს

28/06/2023 05:30:21 საზოგადოება

სახალხო დამცველის აპარატი "ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებლის მიშა მშვილდაძის მიმართ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გმობს მიშა მშვილდაძის მიმართ დღეს განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან, შემდგომი გამოძიების მიზნით, გადასცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რათა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ფიზიკური ძალადობით განხორციელებულ დევნას, აზრის გამოხატვის გამო.

"სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების მიზნით; სწრაფად და სრულფასოვნად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები, ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა და სხვა",- აღნიშნულია განცხადებაში.

მიშა მშვილდაძეს თავს გუშინ დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლით დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S