
"საქართველოს მთავრობაში ნატო-ზე ენთუზიაზმმა მოიკლო"
21/11/2019 17:29:38 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ საქართველო რეგიონის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უკვე იყოს ნატო–ს წევრი, თუმცა ბოლო პერიოდში მთავრობის მხრიდან ენთუზიაზმის კლება იგრძნობა.
„საქართველო უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი. მაგრამ სექტემბერში თბილისში ჩემი ბოლო ვიზიტის შემდეგ განვიცდი იმას, რომ მთავრობისგან იგივე ენთუზიაზმი ვერ ვიგრძენი, როგორც მანამდე ვგრძნობდი. ჯარი ისეთივე პროფესიონალური და თავდადებულია, როგორც ყოველთვის, მაგრამ მართალი გითხრათ, მთავრობის წარმომადგენლებისგან დასავლური ინტეგრაციის მიმართ ენთუზიაზმი განელებულია", – განაცხადა გენერალმა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას.