დუდა - „ვაგნერის“ ბელარუსში ყოფნა ძალიან უარყოფითი სიგნალია პოლონეთისთვის
27/06/2023 19:00:02 მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას განცხადებით, "ვაგნერის“ ბელარუსში ყოფნა ძალიან უარყოფითი სიგნალია პოლონეთისთვის
„ბელარუსში „ვაგნერის“ ჯგუფის ჯარისკაცების გადასვლა, მის ლიდერ ევგენი პრიგოჟინთან ერთად ძალიან უარყოფითი სიგნალია ჩვენთვის. გვინდა, ეს გასაგები იყოს ჩვენი მოკავშირეებისთვის“, – განაცხადა დუდამ.
მანამდე, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ თუ პრიგოჟინის ბელარუსში ყოფნა დადასტურდებოდა, ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვრის გაძლიერება დასჭირდებოდა.
ცნობისთვის: ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში იმყოფება.


