
ლევან ხაბეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს თავს დაესხნენ
27/06/2023 18:55:07 საზოგადოება
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პარტიის სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან თავს დაესხნენ.
„რამდენიმე წუთის წინ, “ნიღბებით" საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ და უმოწყალოდ სცემეს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი - დავით ოსიყმიშვილი. სახლში სამი მცირეწლოვანი შვილი ელოდებოდა. "ბესპრიძელია" - ივანიშვილმა კობახიძემ და ღარიბაშვილმა სიკვდილი და ძალადობა დაგვიანონსეს. მოქმედება დაწყებული აქვთ“, - წერს სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილი და თანამშრომლის ფოტოებს აქვეყნებს.