
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია
27/06/2023 18:08:04 საზოგადოება
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში Aჯგუფის პირველი ადგილით გავიდა.
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩი საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებს ევრო 2023-ის მეოთხედფინალში გასასვლელად ერთი ქულაც ჰყოფნიდა. მატჩი 1:1 დასრულდა.
საქართველოს U21-ის მომდევნო მეტოქე 28 ივნისს გაირკვევა.