Accentnews.ge
"ადამიანის უფლებათა სახლი": "შეშფოთებულები ვართ საქართველოში კულტურის სფეროში თავისუფლების შეზღუდვის მცდელობებით"

"ადამიანის უფლებათა სახლი": "შეშფოთებულები ვართ საქართველოში კულტურის სფეროში თავისუფლების შეზღუდვის მცდელობებით"

27/06/2023 17:06:17 საზოგადოება

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ "ადამიანის უფლებათა სახლმა" გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 53-ე სესიაზე წარადგინა მოხსენება გამოხატვის თავისუფლების მხრივ არსებულ პრობლემებზე საქართველოს, აზერბაიჯანის, სერბეთისა და ხორვატიის მაგალითებით.

"შეშფოთებულები ვართ საქართველოში კულტურის სფეროში თავისუფლების შეზღუდვის მცდელობებით", – აცხადებს ორგანიზაცია და რეჟისორ სალომე ჯაშს და მის კოლეგებს სოლიდარობას უცხადებს. უფლებადამცველი ორგანიზაცია სალომე ჯაშის ფილმზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ "ეს შეიძლება, იყოს ცენზურის დაწესების მცდელობა და საფრთხე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მხრივ".

სალომე ჯაშის ფილმი "მოთვინიერება" პოლიტიკოსების განხილვის საგანი გახდა კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის ფონზე, რასაც თან ახლავს კინემატოგრაფისტების პროტესტი. კინოს სფერო მესამე კვირაა ცენზურის საფრთხეზე ღიად ლაპარაკობს და კულტურის სამინისტროსა და კინოცენტრთან აქციებს მართავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S