Accentnews.ge
ლუკაშენკო პრიგოჟინთან მოლაპარაკებების დეტალებს ყვება

ლუკაშენკო პრიგოჟინთან მოლაპარაკებების დეტალებს ყვება

27/06/2023 15:16:40 მსოფლიო

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ "ვაგნერის" ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინთან მოლაპარაკებების თაობაზე ისაუბრა.

ლუკაშენკოს თქმით, პუტინს სასტიკი გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული.

"მე შემდეგი ვუთხარი პრიგოჟინს: ”ჟენია, არავინ მოგცემთ არც შოიგუს და არც გერასიმოვს, განსაკუთრებით ამ სიტუაციაში. თქვენც ისევე იცნობთ პუტინს, როგორც მე. მეორეც, იგი არამარტო არ შეგხვდება ამ სიტუაციიდან გამომდინარე, არამედ ტელეფონზეც არ დაგელაპარაკება". პრიგოჟინი დუმდა. მერე მითხრა: „მაგრამ ჩვენ სამართლიანობა გვინდა! ჩვენი დახრჩობა უნდათ! ჩვენ წავალთ მოსკოვში!“. მე ვუპასუხე: „შუა გზაზე უბრალოდ ბუზივით გაგჭყლეტენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯარები ფრონტზე არიან. იფიქრეთ, ამაზე", – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, პრიგოჟინის დარწმუნებას, შეეჩერებინა ამბოხი დიდი დრო დასჭირდა. როგორც მან აღნიშნა მოლაპარაკებები თავიდან უშვერი ლექსიკით მიდიოდა:

„გინება ნორმალურ ლექსიკაზე 10-ჯერ მეტი იყო“.

ბელარუსის პრეზიდენტის შუამავლობით პროგოჟინმა მოსკოვისკენ სვლა შეწყვიტა და მოტივად "რუსების სისხლისღვრის" საფრთხე დაასახელა. ამის შემდეგ იგი ბელარუსში გადავიდა. ეს ინფორმაცია ოფიციალურად ლუკაშენკომ დღეს დაადასტურა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S