Accentnews.ge
მედია: კინოცენტრში 11 ივნისს დანიშნული ხუბუნაია შვებულებაში გავიდა

მედია: კინოცენტრში 11 ივნისს დანიშნული ხუბუნაია შვებულებაში გავიდა

27/06/2023 14:48:08 საზოგადოება

კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად 11 ივნისს დანიშნული კობა ხუბუნაია შვებულებაში გავიდა, – იუწყება ტელეკომპანია "ფორმულა".

ტელეარხის ცნობით, ინფორმაციას კინემატოგრაფები, მათ შორის, ეროვნული კინოცენტრის თანამშრომელი ლევან აბდუშელიშვილი ადასტურებს.

"პატარა მიზანი მიღწეულია, ასე ვთქვათ, ჩვენ კობა ხუბუნაიასთან, როგორც ჩანს, აღარ გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ადამიანი შვებულებაშია გასული", - აცხადებს ლევან აბდუშელიშვილი "ფორმულასთან" საუბრისას.

"ბიაზი გასკდა" - ამ სახელწოდებით კულტურის სამინისტროსთან კინემატოგრაფისტები საპროტესტო აქციას მართავენ და კულტურის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ.

"მოვედი, იმიტომ რომ საბოლოოდ არ დავკარგოთ კინოს დამოუკიდებლობა ქვეყანაში და არა მარტო კინოსი, მთლიანად კულტურის და ხელოვნების... ცისფერ მთებს ჰგავს ჩემთვის აბსურდულობით ჩვენი მმართველობა და პოლიტიკა რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, აბსურდია, რაც ხდება ჩვენთან", - აცხადებს სამეფო უბნის თეატრის მსახიობი ანანო მახარაძე.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. რეორგანიზაციის პარალელურად, კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ფინანსისტი კობა ხუბუნაია, რომელიც წლების განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს უწყებებებში მუშაობდა, კინოწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილედ კი – "პოსტ ტვ"-ს წამყვანი, სოციოლოგი ბაჩო ოდიშარია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S