Accentnews.ge
ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ პრიგოჟინი ბელარუსშია

ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ პრიგოჟინი ბელარუსშია

27/06/2023 14:35:44 მსოფლიო

ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში იმყოფება. როგორც სააგენტო BELTA იტყობინება, ამის შესახებ ლუკაშენკომ ოფიცერთა უმაღლესი შემადგენლობისთვის სამხრეთა გადაცემის საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა.

ლუკაშენკომ ისაუბრა ასევე იმაზე, თუ როგორ წარიმართა 24 ივნისს პრიგოჟინთან მოლაპარაკებები, რის შემდეგადაც „ვაგნერის“ ხელმძღვანელი დათანხმდა, შეეწყვიტა ამბოხება.

„როგორც [რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა] თქვა გუშინ, მიცემულ იქნა უსაფრთხოების გარანტიები. დიახ, მართალია, პრიგოჟინი დღეს ბელარუსშია. როგორც პირობა დავდე, თუ გნებავთ გარკვეული დრო ჩვენთან დაყოთ და ა.შ., ჩვენ თქვენ დაგეხმარებით-მეთქი. ცხადია, მათი [„ვაგნერის“] ხარჯებით“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მან დასძინა, რომ ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა თქვა, რომ ბელარუსის არმიას ასეთი ქვედანაყოფი „არ აწყენდა“. ლუკაშენკოს თქმით, იგი თანახმაა და ხრენინს მოუწოდა, "ვაგნერელებს" მოელაპარაკოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S