
შსს: "ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის მიმდევრები "იმედის" ჟურნალისტებს თავს დაესხნენ"
21/11/2019 16:15:56 სხვა, სამართალი
ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან, ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომლებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილი ბერი ნიკოლოზის მიმდევრები დაესხნენ თავს.
გადამღები ჯგუფის წევრები დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 154-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.