ლუკაშენკო: "ვაგნერელები" ბელარუსის შეიარაღებულ ძალებს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარებიან
27/06/2023 13:59:28 მსოფლიო
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანრე ლუკაშენკომ თავდაცვის მინისტრ ვიქტორ ხრენინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ "ვაგნერის" დაჯგუფება ბელარუსის შეიარაღებულ ძალებს გამოცდილებას გაუზიარებს და "კვალიფიკაციის ამაღლებაში" დაეხმარება.
"ახლა ლაპარაკი და ლაქლაქია "ვაგნერი, ვაგნერი, ვაგნერი"... ხალხს არ ესმის, რომ ჩვენც პრაგმატულად მივუდგებით ამას. მათი მეთაურები რომ მოვიდნენ ჩვენთან და დაგვეხმარონ, გამოცდილებაა. ისინი ფრონტის ხაზზე არიან. ისინი გვეტყვიან რა არის ახლა მნიშვნელოვანი. ისინი იარაღზე იტყვიან, თუ რომელი მუშაობდა კარგად, რომელი არა. ტაქტიკა, იარაღი, ასევე გვეტყვიან როგორ დავიცვათ თავი, ეს ყველაფერი ფასდაუდებელია. ეს არის ის, რაც უნდა ავიღოთ "ვაგნერელებისგან", – განაცხადა ლუკაშენკომ.
შეგახსენებთ, რომ რუსული მედიის ცნობით ბელარუსში "ვაგნერელებისთვის" ბანაკების მშენებლობა დაიწყეს. მშენებლობა ქალაქ ოსიპოვიჩისთან დაიწყო, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 200 კილომეტრში მდებარეობს. თუმცა ამ ინფორმაციას უკრაინა არ ადასტურებს.


