Accentnews.ge
პრიგოჟინის აჯანყების შემდეგ "როსგვარდია" მძიმე შეიარაღებას და ტანკებს მიიღებს

პრიგოჟინის აჯანყების შემდეგ "როსგვარდია" მძიმე შეიარაღებას და ტანკებს მიიღებს

27/06/2023 13:44:10 მსოფლიო

რუსეთის ეროვნულ გვარდიაში მძიმე იარაღი და ტანკები გამოჩნდება, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა ვიქტორ ზოლოტოვმა.

მისი თქმით, საკითხი უკვე განხილულია კრემლის ხელმძღვანელ ვლადიმირ პუტინთან.

ზოლოტოვი ირწმუნება, რომ ძალოვანი უწყებების მუშაობა "ვაგნერის" ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის მიერ ორგანიზებული აჯანყების დროს „შეიძლება, შეფასდეს, როგორც შესანიშნავი“, ხოლო „ვაგნერელების" სწრაფი წინსვლა ქვეყნის მასშტაბით აიხსნება "მოსკოვთან ძალების კონცენტრაციით".

ზოლოტოვი ამბობს, რომ მუდმივად იყო კავშირში პუტინთან ამბოხების დროს და მოსკოვში ნებისმიერი "პროვოკაცია" აღკვეთილი იქნებოდა:

„ვიცოდით, რომ გავიმარჯვებდით, აჯანყებულები მოსკოვს არ აიღებდნენ“.

მისი თქმით, პრიგოჟინის ჯანყი დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული.

ეროვნული გვარდია არის რუსეთის ერთ-ერთი სამართალდამცავი ორგანო, რომელიც შეიქმნა 2016 წელს რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ბაზაზე. ამ სტრუქტურას დაარსების დღიდან ვიქტორ ზოლოტოვი ხელმძღვანელობს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ემზადება მძიმე ტექნიკის მისაღებად, რომელსაც აქამდე "ვაგნერი“ იყენებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S