Accentnews.ge
თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ჰოკეის სტადიონი აშენდება, ბიუჯეტი 50 მლნ ლარია

თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ჰოკეის სტადიონი აშენდება, ბიუჯეტი 50 მლნ ლარია

27/06/2023 12:57:17 საზოგადოება

თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ჰოკეის სტადიონი აშენდება. მთავრობამ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაქვეყნა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სტადიონი დიდ დიღომში აშენდება. გამოცხადებული ტენდერის თანახმად, სტადიონის მშენებლობა 50 მილიონი ლარი დაჯდება.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ობიექტი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 16,112 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე აშენდება.

შესყიდვა Design-build მეთოდით განხორციელდება, შესაბამისად დაინტერესებულმა კომპანიებმა სახელმწიფოს თავიანთი არქიტექტურული პროექტებიც უნდა შესთავაზონ.

● ყინულის მოედნის რაოდენობა - 2;

● ყინულის მოედნის ზომა - 60 მეტრი 30 მეტრზე ;

● მაყურებლების რაოდენობა, ძირითად მოედანზე - 1500, მეორე მოედანზე 150-200; გასახდელების რაოდენობა ძირითად მოედანზე 6, მეორე მოედანზე 4;

● მოედნის გაბარიტული ზომა - სიგრძე 60 მეტრი, სიგანე 30 მეტრი;

● მოედნის ოთხივე გვერდი უნდა იყოს მოხრილი თაღისებრი ფორმით და დიამეტრი უნდა შეადგენდეს 7-8.5 მეტრს;

● ყინულის მოედნის ზედაპირიდან პირველი ობიექტი უნდა გვხვდებოდეს მინიმუმ 7 მეტრის სიმაღლეზე;

● მოედანზე უნდა იყოს 2 ე.წ. ბენჩი (მოთამაშეების სკამები) რომლებიც ცენტრის ხაზიდან უნდა იყოს დაშორებული მინიმუმ 2 მეტრით, სიგრძე 10 მეტრი, სიგანე 1.5 მეტრი. თითოეულ ბენჩს უნდა ჰქონდეს მოედანზე გასასვლელი 2 კარი;

● ბენჩის მოპირდაპირე მხარეს უნდა იყოს საჯარიმო ყუთები ე.წ. Penalty Box-ები და Penalty Boxებს შორის უნდა იყოს ე.წ Scorekeeper’s Bench, ანგარიშს ვინც ითვლის და დროს ვინც აკონტროლებს მათთვის სკამები.

“პრეტედენტს უნდა გააჩნდეს არაუმეტეს 3 (სამი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამურად სულ მცირე 25,000,000 ლარის ღირებულების, სამოქალაქო, ან სამრეწველო (სამრეწველოს შემთხვევაში: დახურული ტიპის, არანაკლებ IV კლასის) დანიშნულების შენობ(ებ)ის მშენებლობის, ან რეკონსტრუქციის, ან რეაბილიტაციის (არ განიხილება მცირე სარემონტო სამუშაოები) სამუშაოები, საიდანაც მინიმუმ 1 (ერთი) დასრულებული ხელშეკრულება სავალდებულოდ უნდა მოიცავდეს, სულ მცირე 10,000,000 ლარის ღირებულების, სპორტული დანიშნულების შენობ(ებ)ის მშენებლობის, ან რეკონსტრუქციის, ან რეაბილიტაციის (არ განიხილება მცირე სარემონტო სამუშაოები) სამუშაოებს (პირობა N1), ან არაუმეტეს 1 (ერთი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, სულ მცირე 20,000,000 ლარის ღირებულების, სპორტული დანიშნულების შენობ(ებ)ის მშენებლობის, ან რეკონსტრუქციის, ან რეაბილიტაციის (არ განიხილება მცირე სარემონტო სამუშაოები) სამუშაოები,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ტენდერში წინადადებების მიღება 23 ივლისს იწყება და 28 ივლისს სრულდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S