უკრაინა კიდევ 14 Leopard 2A4-ს მიიღებს
27/06/2023 12:35:22 მსოფლიო
გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანია Rheinmetall უკრაინას, ნიდერლანდების სახელით, Leopard 2A4 ტიპის 14 ტანკს გაუგზავნის, – იუწყებაTagesschau.
გამოცემის ცნობით, შესაბამისი შეთანხმება გერმანიის ფედერალურ მთავრობასთან უკვე მიღწეულია.
უკრაინას პირველი ტანკი 2024 წლის იანვარში უნდა მიეწოდოს. დანარჩენის გაგზავნა კი 2024 წლის განმავლობაში იგეგმება.


