Accentnews.ge
ლუკაშენკომ პუტინთან და პრიგოჟინთან მოლაპარაკებებზე ისაუბრა

ლუკაშენკომ პუტინთან და პრიგოჟინთან მოლაპარაკებებზე ისაუბრა

27/06/2023 11:17:15 მსოფლიო

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და ცივილიზებული სამყაროს მიერ "ტერორისტულ" დაჯგუფებად აღიარებულ "ვაგნერის" ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინთან მოლაპარაკებებზე დაქირავებულების ამბოხის დროს. განცხადება მან ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე გააკეთა.

ლუკაშენკომ თქვა, რომ მან ჯარის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის განკარგულება გასცა რუსეტში ამბოხის დაწყების შემდეგ.

მან აღიარა რუსეთში სიტუაცია უკონტროლო იყო.

"მე ვთქვი: არავითარ შემთხვევაში არ შექმნათ გმირი არც ჩემგან, არც პუტინისგან და არც პრიგოჟინისგან, იმიტომ, რომ სიტუაცია გამოგვეპარა, შემდეგ ვიფიქრეთ, რომ მოგვარდებოდა, მაგრამ არ მოგვარდა. და ორი ადამიანი, რომლებიც ფრონტზე იბრძოდნენ, ერთმანეთს შეეჯახნენ. ამ საქმეში გმირები არ არიან“, - ციტირებს ლუკაშენკას ტელეგრამის არხი Pul Pervogo, რომელიც აშუქებს მის საქმიანობას.

მან არ დააკონკრეტა, ვინ იყო ის ორი ადამიანი.

ლუკაშენკომ ტრადიციულად ისაუბრა გლობალური კონფლიქტის საფრთხეზე, „რეგიონის აფეთქების“ მცდელობებზე და ნატოს გაფართოებაზე. მისი თქმით, დასავლეთს შეეძლო, ესარგებლა იმ „უბედურებით“, რომელიც ამბოხების გამო დაიწყებოდა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი „Embrayer 600“ ნომრით RA-02795, რომელსაც იყენებს „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი, დაეშვა მინსკის მახლობლად, მაჩულიშჩის სამხედრო აეროდრომზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S