Accentnews.ge
ლუკაშენკო: ბელარუსის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი

ლუკაშენკო: ბელარუსის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი

27/06/2023 10:09:25 მსოფლიო

ბელარუსის ლიდერმა ალიაქსანდრრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, რაც, კერძოდ, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ამბოხს უკავშირდება, ბელარუსის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ამის შესახებ მან სამხედროებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

"გაცემული იქნა ყველა ინსტრუქცია არმიის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის თაობაზე. დღის მეორე ნახევარში არმია, მთელი შეიარაღებული ძალები, მათ შორის პოლიცია და სპეცრაზმი, სრულ მზადყოფნაში იქნება", - განაცხადა ლუკაშენკომ.

რუსეთში ამბოხის მცდელობაზე საუბრისას მან თქვა, რომ თუ რუსეთი დაიშლება, "ჩვენ ყველანი ნანგრევების ქვეშ მოვყვებით, ყველანი დავიღუპებით. ასევე, მისი თქმით, "თუ არეულობა იქნებოდა, დასავლეთი ამით მაშინვე ისარგებლებდა".

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის კერძო თვითმფრინავი მინსკის მახლობლად მდებარე მაჩულიშჩის სამხედრო აეროდრომზე დაეშვა. ეს ინფორმაცია დღეს დილით ტელეგრამით გაავრცელა მონიტორინგის ჯგუფმა Беларускі Гаюн-მა, რომელიც ბელარუსის ტერიტორიაზე სამხედრო აქტივობას აკვირდება.

პრიგოჟინის ადგილსამყოფელი უცნობია 24 ივნისის შემდეგ, როცა მან მოსკოვისკენ „ვაგნერელების“ მსვლელობა შეაჩერა. 26 ივნისს სატელევიზიო მიმართვისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ „ვაგნერელებს“ შეუძლიათ თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში ინტეგრირება ან ბელარუსში წასვლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S