გაერო - უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა
27/06/2023 10:05:27 მსოფლიო
უკრაინაში გაერო-ს სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, რუსეთმა კონფლიქტის დაწყების შემდეგ 800-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა.
მისიის ანგარიშის თანახმად, დაკავებულებიდან 77 პირი სიკვდილით დასაჯეს.
გაერო-ს ადამიანის უფლებების ოფისი იუწყება, რომ გამოავლინა თვითნებური დაკავებების, ადამიანის უფლებების დარღვევის, მათ შორის წამების, არასათანადო მოპყრობისა და გაუჩინარების ფაქტები.


