Accentnews.ge
რუსულმა ФСБ–მ "ვაგნერის" აჯანყებაზე საქმის შეწყვეტის შესახებ განაცხადა

რუსულმა ФСБ–მ "ვაგნერის" აჯანყებაზე საქმის შეწყვეტის შესახებ განაცხადა

27/06/2023 08:33:20 მსოფლიო

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა აჯანყების ორგანიზებაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ განაცხადა, – იუწყება რუსული სახელმწიფო რესურსი "რია ნოვოსტი".

როგორც ФСБ–ში აცხადებენ, აჯანყების გამოძიების დროს „დადგინდა, რომ მისმა მონაწილეებმა შეაჩერეს ქმედებები, რომლებიც უშუალოდ დანაშაულის ჩადენისკენ იყო მიმართული“. საქმის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება 27 ივნისს გამოიცა.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "ვაგნერის" მძიმე სამხედრო ტექნიკას შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს გადასცემს.

აჯანყების დროს "ვაგნერის" დაქირავებულებმა ჩამოაგდეს თვითმფრინავი და ექვსი ვერტმფრენი. საუბარია 20–მდე დაღუპულზე.

ცნობისთვის: 23 ივნისს ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ „სამართლიანობის აღსადგენად მარში" დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერზე“ შეტევა უარყო.

24 ივნისს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ კონტოლი დაამყარეს ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის არმიის 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მოსკოვისკენ მიემართებოდნენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განვითარებულ მოვლენებს "ამბოხება, ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა" უწოდა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული ამბოხების მუხლით.

24 ივნისს ღამით პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ "მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებოდა თუმცა იმის გამო, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია იყო, "ვაგნერელები" უკან „საველე ბანაკებში“ დაბრუნდებოდნენ.

პრიგოჟინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდა პრიგოჟინთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსვლელობის შეწყვეტას დათანხმდა.

24 ივნისს გვიან ღამით პრეზიდენტ პუტინის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და იგი ბელარუსში ჩავიდოდა.

პრიგოჟინის ზუსტი ადილსამყოფელი ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S