ყირიმში, რკინიგზაზე დივერსიის შესახებ იუწყებიან
27/06/2023 07:59:14 მსოფლიო
ყირიმში, კიროვის რაიონში მდებარე რკინიგზაზე დივერსიის შესახებ იუწყებიან.
ტელეგრამ-არხ „ბაზას“ ცნობით, რკინიგზაზე დივერსია მოხდა, რის გამოც სატვირთო მატარებლის ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა.
„დროებით ოკუპირებულ ყირიმში პატრიოტებმა ლიანდაგი დააზიანეს და ამით ოკუპანტების ლოგისტიკა დაარღვიეს”, – იუწყება უკრაინული მედია „ყირიმის პარტიზანებზე“ დაყრდნობით.
მომხდარს რუსული მხარეც ადასტურებს.
„დაშავებული არავინაა, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. ყველას ვთხოვ, სიმშვიდე შეინარჩუნოს და ენდოს მხოლოდ ინფორმაციის გადამოწმებულ წყაროებს“, – წერს სოციალურ ქსელში რუსული საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი აქსიონოვი.


