ზელენსკიმ ფრონტის ხაზზე მებრძოლი უკრაინელი სამხედროები დააჯილდოვა
27/06/2023 05:50:14 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტის ხაზზე მებრძოლი უკრაინელი სამხედროები დააჯილდოვა
"გმადლობთ უკრაინის დაცვისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის, ყველა ჩვენგანის თავისუფლებისთვის. გადაარჩინეთ თქვენი სიცოცხლე, გადაარჩინეთ უკრაინა", - მიმართა ზელენსკიმ სამხედროებს.
პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ზელენსკი დონეცკში ოპერატიულ-სტრატეგიულ ჯგუფს, მათ შორის იმ სამხედროებს შეხვდა, რომლებიც ბახმუტში იბრძოდნენ და მძიმე შეტაკებებში თავი გამოიჩინეს.


