სტოლტენბერგი: შვედეთი და თურქეთი ნატო–ს სამიტამდე შეხვედრას ბრიუსელში გამართავენ
26/06/2023 13:50:14 მსოფლიო
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ შვედეთი და თურქეთი ალიანსის სამიტამდე შეხვედრას ბრიუსელში გამართავენ.
"შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა მინისტრები, სადაზვერვო უწყებების ხელმძრვანელები და ეროვნული უშიშროების სფეროს მრჩევლები. მიზანი იქნება პროგრესის მიღწევა ნატოში შვედეთის გაწევრიანების საკითხზე", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის: 2022 წლის 29 ივნისს ნატო–ს ქვეყნებმა ოფიციალურად მიეწვიეს ალიანსში ფინეთი და შვედეთი, რომლებმაც რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ნეიტრალიტეტზე უარი განაცხადეს და უსაფრთხოების მიზნით ნატო–ში გაწევრიანება გადაწყვიტეს. ალიანსში ორი ახალი წევრის მიღების შესახებ შეთანხმება ნატო–ს 30-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს. ფინეთის უკვე გახდა ალიანსის წევრი. რაც შეეხება შვედეთს, ქვეყნის ნატო–ში გაწევრიანებას ამ ეტპზე თურქეთი და უნგრეთი აყოვნებენ. ბოლო პერიოდში თურქეთსა და შვედეთს შორის ურთიერთობა სერიოზულად გაუარესდა. ანკარა სტოკჰოლმს ადანაშაულებს იმ შეთანხმების დარღვევაში, რომლის საფუძველზე თურქეთი გასულ წელს შვედეთის ნატო–ში გაწევრიანების მხარდაჭერას დასთანხმდა.


