Accentnews.ge
მალიარი: უკრაინელმა დამცველებმა დონეცკის ოლქის კიდევ ერთი სოფელი გაათავისუფლეს

მალიარი: უკრაინელმა დამცველებმა დონეცკის ოლქის კიდევ ერთი სოფელი გაათავისუფლეს

26/06/2023 11:47:57 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი აცხადებს, რომ უკრაინამ დონეცკის ოლქის კიდევ ერთი სოფელი გაათავისუფლა.

„თავდაცვის ძალებმა დაიბრუნეს სოფელი რივნოპოლი ჩვენი კონტროლის ქვეშ. ჩვენ წინ მივდივართ“,- განაცხადა მალიარმა.

აღნიშნული სოფელი ე.წ. ვრემიევსკის შემაღლებიდან ჩრდილოეთით მდებარეობს და უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან – ივნისის პირველ რიცხვებში ფაქტობრივად ნახევრად იყო ალყაში.

დასავლური მედიის ცნობით, თუ უკრაინული მხარის ცნობა დადასტურდება, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ძალებმა ფაქტობრივად "ჩაჭრეს" შემაღლება საზღვარზე დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებს შორის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S