Accentnews.ge
სტოლტენბერგი: რუსეთში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, თუ რა დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებით

სტოლტენბერგი: რუსეთში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, თუ რა დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებით

26/06/2023 10:12:36 მსოფლიო

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ "რუსეთში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, თუ რა დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებით".

„ვინაიდან რუსეთი აგრძელებს თავდასხმას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელება. უკრაინელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა ოკუპირებული მიწების დასაბრუნებლად. რაც უფრო მეტი ტერიტორიას დაბრუნებას შეძლებენ, მით უფრო ძლიერი იქნება ის მოლაპარაკების მაგიდასთან სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ომის დასრულების შემდეგ, საჭიროა უკრაინის უსაფრთხოებისთვის ზომების მიღება, „რათა ისტორია არ განმეორდეს“.

ცნობისთვის: 23 ივნისს ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ „სამართლიანობის აღსადგენად მარში" დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერზე“ შეტევა უარყო.

24 ივნისს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ კონტოლი დაამყარეს ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის არმიის 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მოსკოვისკენ მიემართებოდნენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განვითარებულ მოვლენებს "ამბოხება, ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა" უწოდა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული ამბოხების მუხლით.

24 ივნისს ღამით პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ "მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებოდა თუმცა იმის გამო, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია იყო, "ვაგნერელები" უკან „საველე ბანაკებში“ დაბრუნდებოდნენ.

პრიგოჟინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდა პრიგოჟინთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსვლელობის შეწყვეტას დათანხმდა.

24 ივნისს გვიან ღამით პრეზიდენტ პუტინის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და იგი ბელარუსში ჩავიდოდა.

პრიგოჟინის ზუსტი ადილსამყოფელი ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S