
გორის ციხესთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს
21/11/2019 13:14:41 სხვა, სამართალი
გორის ციხესთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება "პირველი არხი".
ცხედარი ადგილობრივებმა ნახეს და სამართალდამცავებს შეატყობინეს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფი.
რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი და აღენიშნება თუ არა მას ძალადობის კვალი, ჯე–ჯერობით უცნობია.