Accentnews.ge
ანა მალიარი: უკრაინელები აღმოსავლეთში თითოეულ მიმართულებაზე 1-2 კილომეტრით დაწინაურდნენ

ანა მალიარი: უკრაინელები აღმოსავლეთში თითოეულ მიმართულებაზე 1-2 კილომეტრით დაწინაურდნენ

26/06/2023 07:58:20 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევით ოპერაციებს ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

მისი თქმით, აღმოსავლეთში უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული კვირის განმავლობაში, აწარმოეს როგორც თავდაცვითი, ისე შეტევითი ოპერაციები და ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს.

მისი თქმით, უკრაინულმა ძალებმა, აღმოსავლეთში, გასული კვირის ბოლოს წამოიწყეს კონტრშეტევითი ოპერაციები ორეხოვო-ვასილევკას, ბახმუტის, ბოგდანოვკას, იაგოდნოიეს, კლეშჩიევკასა და კურდიუმოვკას რაიონებში და თითოეული მიმართულებით 1- 2 კმ-ით დაწინაურდნენ.

რაც შეეხება ქვეყნის სამხრეთ ნაწილს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, „შეტევის დაწყებიდან, სამხრეთით გათავისუფლებული ტერიტორია 130 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S