Accentnews.ge
პრიგოჟინის ამბოხების შემდეგ შოიგუ პირველად გამოაჩინეს

პრიგოჟინის ამბოხების შემდეგ შოიგუ პირველად გამოაჩინეს

26/06/2023 07:00:25 მსოფლიო

კრემლის მიერ კონტროლირებულმა ტელეარხებმა და სააგენტოებმა აჩვენეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, რომლის თანახმად, მინისტრი სერგეი შოიგუ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში ჯარების დასავლეთის დაჯგუფების ერთ-ერთი შენაერთის წინა ხაზზე მდებარე მართვის პუნქტს ამოწმებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, "არმიის გენერალ შოიგუს არსებულ ვითარებაზე ანგარიში დაჯგუფების სარდალმა, გენერალმა ნიკიფოროვმა ჩააბარა, შოიგუმ კი ყურადღება ჯარების მომარაგების ორგანიზებაზე გაამახვილა".

შეუძლებელია იმის დაზუსტებით თქმა, რომ დღეს გავრცელებული ვიდეოკადრები ახალია. ამასთან, რუსულ საინფორმაციო სივრცეში შოიგუ პირველად გამოაჩინეს მას შემდეგ, რაც გასული კვირის ბოლოს „ამბოხება" მოაწყო კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა.

რუსეთი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს უკრაინის წინააღმდეგ ომს.

ცნობისთვის: 23 ივნისს ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ „სამართლიანობის აღსადგენად მარში" დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერზე“ შეტევა უარყო.

24 ივნისს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ კონტოლი დაამყარეს ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის არმიის 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მოსკოვისკენ მიემართებოდნენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განვითარებულ მოვლენებს "ამბოხება, ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა" უწოდა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული ამბოხების მუხლით.

24 ივნისს ღამით პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ "მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებოდა თუმცა იმის გამო, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია იყო, "ვაგნერელები" უკან „საველე ბანაკებში“ დაბრუნდებოდნენ.

პრიგოჟინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდა პრიგოჟინთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსვლელობის შეწყვეტას დათანხმდა.

24 ივნისს გვიან ღამით პრეზიდენტ პუტინის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და იგი ბელარუსში ჩავიდოდა.

პრიგოჟინის ზუსტი ადილსამყოფელი ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S