Accentnews.ge
„ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქციაზე სამი პირი დააკავეს

„ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქციაზე სამი პირი დააკავეს

21/11/2019 13:11:46 სხვა, სამართალი

პარტია „ქართული ოცნება-დემორკატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს სამი პირი დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ სამი ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავა, რაც  წვრილმან ხულიგნობასა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

პარტიის ოფისში ამჟამად „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ხვდება. 

შეხვედრის სავარაუდო თემა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S