Accentnews.ge
უკრაინის თავდაცვის მინისტრი: 2023 წელი გადამწყვეტი იქნება

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: 2023 წელი გადამწყვეტი იქნება

26/06/2023 06:26:08 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ 2023 წელი გადამწყვეტი იქნება.

"კონტრშეტევა წარმატებული იქნება, როცა ის მთელი ძალით დაიწყება", – განაცხადა მან Fox News-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ისინი უფრთხილდებიან მამაც და მოტივირებულ მებრძოლებს, განსხვავებით რუსეთისგან, რომლის მიდგომაც ხორცსაკეპ მანქანას შეადარა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი დარწმუნებულია, რომ ომში გაიმარჯვებენ, რადგან საკუთარი ქვეყნისთვის იბრძვიან.

ივნისის დასაწყისიდან უკრაინის თავდაცვის ძალები კონტრშეტევით ოპერაციებს ატარებენ დონეცკის და ზაპოროჟიეს მიმართულებებით. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გათავისუფლებულია ათზე მეტი დასახლებული პუნქტი. რუსეთი უარყოფს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა წარმატებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S