
მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ევროპული თამაშების ჩემპიონი გახდა
26/06/2023 06:22:21 საზოგადოება
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერი სანდრო ბაზაძე პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე დაუმარცხებლად გამოვიდა და ჩემპიონი გახდა.
29 წლის ქართველმა სპორტსმენმა ხმლით ფარიკაობაში ჯგუფურ ეტაპზე ექვსი შეხვედრა ჩაატარა და ექვსივე მოიგო. პლეი-ოფში კი, ოქროს მედლისკენ მიმავალ გზაზე, კიდევ ხუთი მეტოქე ჩამოიშორა.
ნახევარფინალში ბაზაძემ ლონდონის, რიო-დე-ჟანეიროსა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, უნგრელი არონ სილაგი დაამარცხა, ანგარიშით 15:13. საჩემპიონო ბრძოლაში კი ასეთივე ანგარიშით სძლია პოლონელ კრჟიშტოფ კაცკოვსკის.