
ზელენსკიმ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ ყაფლანიშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა
26/06/2023 06:10:24 საზოგადოება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში დაღუპული მიხეილ ყაფლანიშვილი გამოჩენილი მამაცობისთვის ღირსების ორდენითა და მედლით დააჯილდოვა.
ჯილდოს საქართველოში უკრაინის წარმომადგენლობა დაღუპულის დედას გადასცემს.
მიხეილ ყაფლანიშვილი 21 ოქტომბერს ლუგანსკში სადაზვერვო ოპერაციის დროს ოკუპანტების სარაკეტო იერიშმა იმსხვერპლა. მას ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა და ადგილზე დაიღუპა.
46 წლის მებრძოლი სამშობლოში 27 ოქტომბერს ჩამოასვენეს, იგი ვარკეთილის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.