Accentnews.ge
ბლინკენი: „ვაგნერის“ ქმედება პუტინისთვის უპრეცედენტო გამოწვევაა

ბლინკენი: „ვაგნერის“ ქმედება პუტინისთვის უპრეცედენტო გამოწვევაა

26/06/2023 05:50:59 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ „ვაგნერის“ ქმედება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის უპრეცედენტო გამოწვევაა.

"არასტაბილურობა საკმაოდ დიდი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება. ვფიქრობ, მეტი ბზარები დავინახეთ რუსეთის ფასადზე. ბევრი ახალი საკითხია, რომელთა მოგვარებაც პუტინს მოუწევს უახლოეს კვირებსა და თვეებში", – განუცხადა ბლინკენმა NBC News-ს

ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე არეულობამ შეიძლება, გავლენა მოახდინოს მოსკოვის შესაძლებლობებზე უკრაინაში:

„ჩვენი ყურადღება სტაბილურად არის მიმართული უკრაინისკენ, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ მას აქვს ყველაფერი, რაც მას სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად და ტერიტორიების დასაბრუნებლად“.

როგორც მან აღნიშნა, კრემლის პრობლემები დიდი ალბათობით, კიევს აგრესიისგან თავდაცვაში დაეხმარება.

ცნობისთვის: 23 ივნისს ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ „სამართლიანობის აღსადგენად მარში" დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერზე“ შეტევა უარყო.

24 ივნისს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ კონტოლი დაამყარეს ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის არმიის 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მოსკოვისკენ მიემართებოდნენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განვითარებულ მოვლენებს "ამბოხება, ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა" უწოდა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული ამბოხების მუხლით.

24 ივნისს ღამით პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ "მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებოდა თუმცა იმის გამო, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია იყო, "ვაგნერელები" უკან „საველე ბანაკებში“ დაბრუნდებოდნენ.

პრიგოჟინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდა პრიგოჟინთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსვლელობის შეწყვეტას დათანხმდა.

24 ივნისს გვიან ღამით პრეზიდენტ პუტინის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და იგი ბელარუსში ჩავიდოდა.

პრიგოჟინის ზუსტი ადილსამყოფელი ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S