
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
25/06/2023 15:19:01 საზოგადოება
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროებისა და დაღუპულების ოჯახის წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი ბახმუტში მიმდინარე ბრძოლებში იღებდნენ მონაწილეობას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების შესახებ. მისი ინფორმაციით, ყველა შესაბიმისი პროცედურა განხორციელდება.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ომში 40–ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.