Accentnews.ge
უკრაინის შეიარაღებული ძალები ერთდროულად 6 მიმართულებით შეტევას აგრძელებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალები ერთდროულად 6 მიმართულებით შეტევას აგრძელებენ

24/06/2023 19:31:58 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალები დილით დონეცკის ანექსირებულ ოლქში ერთდროულად 6 მიმართულებით დაწყებულ შეტევას აგრძელებენ, - განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა.

მისივე ინფორმაციით, გრძელდება, კერძოდ, შეტევები ორეხოვო-ვასილევკის, ბახმუტის, ბოგდანოვკის, იაგოდნოეს, კლეშეევკისა და კურიუმოვკის მიმართულებით.

"საუბარია ბახმუტის მიმართულებაზე, სადაც რუსეთის ჯარების მიერ თავად ქალაქის აღების შემდეგ მაისში უკრაინელ სამხედროებს ჰქონდათ ინიციატივა. ყველა ხსენებული მიმართულებით წინსვლა გვაქვს" - წერს მალიარი. სხვა დეტალები მას არ მოჰყავს.

გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, ბრძოლები მიმდინარეობს სამხრეთით, სადაც უკრაინული ჯარი ასევე შეტევაზეა გადასული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S