
ჩეჩნეთში „ჯადოქარი“ დააკავეს, რომელიც ყოფილ და მოქმედ ჩინოსნებს ემსახურებოდა
21/11/2019 12:54:35 სხვა, მსოფლიო
ძალოვანებმა ჩეჩნეთში რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანი მალიქა დ. დააკავეს, რომელიც პარალელურ რეჟიმში მკითხაობითა და „ჯადოქრობით“ იყო დაკავებული და ამ კუთხით ყოფილ და მოქმედ ჩინოსნებს ემსახურებოდა. მისი დაკავების ამსახველი ვიდეომასალა ცენტრალურმა ტელეარხმა პირდაპირ ეთერში გადასცა.
ვიდეოზე ასახულია, როგორ ტუქსავს ქალს ისლამური მედიცინის ცენტრის მთავარი ექიმი ადამ ელჟურკაევი.