პუტინსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
24/06/2023 15:26:11 მსოფლიო
კრემლის ვებსაიტზე გამოქვენებული ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინსა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.
რუსეთის პრეზიდენტმა თურქ კოლეგას „შეიარაღებული ამბოხის მცდელობასთან“ დაკავშირებით "ქვეყანაში არსებული მდგომაროების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია".
„თურქეთის პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოხატა რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯებისადმი“, - ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში.
თურქულ „ანადოლუს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციაში არ ფიგურირებს ინფორმაცია სატელეფონი ზარის ინიციატორი მხარის შესახებ. ასევე არ წერია, რომ ერდოღანმა "სრული მხარდაჭერა გამოხატა რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯებისადმი“.
"ანადოლუს" მიხედვით, ერდოღანმა გამოხატა თურქეთის მზადყოფნა, „შეიტანოს შესაძლო წვლილი რუსეთის ფედერაციაში სიმშვიდის სწრაფად უზრუნველყოფაში და ხაზი გაუსვა საღი აზრის შენარჩუნების მნიშვნელობას მიღებულ გადაწყვეტილებებში".
ამასთან, ნათქვამია, რომ თურქეთის პრეზიდენტმა პროცესების სწრაფი და მშვიდობიანი მოგვარების იმედი გამოთქვა.
მანამდე პუტინი ტელეფონით ესაუბრა ОДКБ-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს.


